რეზონანსი
11.08.2017

 (რეზონანსი) "თავისუფალი დემოკრატები" ადასტურებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც მათ განაცხადეს, პარტიაში კრიზისული სიტოაციაა შექმნილი, რადგან პარტია არერთმა ლიდერმა დატოვა. მათი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებენ.

"2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენს პარტიაში კრიზისული ვითარება შეიქმნა. პარტია არაერთმა ლიდერმა და წევრმა დატოვა. ჩვენს წინაშე პარტიის გადარჩენის ამოცანა იდგა, რომელსაც თავი არსებითად გავართვით. მაგრამ, შექმნილი მდომარეობის გათვალისწინებით, 2017 წლის თითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა ჩვენი პარტიის ძალებს აღემატებოდა და ასეთი რამ მიზნად არც დაგვისახავს.

„შექმნილ ვითარებაში გადავწყვიტეთ თვითმმართველობის არჩევნები გამოვტოვოთ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას შევუდგეთ",- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×