(რეზონანსი) ხურჩა-ნაბაკევის ტერიტორიაზე ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლებას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჩვენი თავისუფლებისთის ბრძოლა მშვიდობიანი ფორმით გაგრძელდება.
"ეს განგრძობადი ოკუპაციაა, რეგულარული პროვოკაციები ხდება, როგორიც მავთულხლართების და ბანერების აღმართვაა. უკანონო დაკავებები ხდება. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის ჯერ არ დასრულებულა, ეს ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად გაგრძელდება მშვიდობიანი ფორმით, ძალიან პრინციპულად, ძალიან მტკიცედ, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანების მთავარი ამოცანა არ იქნება მიღწეული", - განაცხადა ციხელაშვილმა.
მინისტრის თქმით, ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველო რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მარტო არ არის.
"თქვენ იცით, რომ ყველა ამ ნაბიჯის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციაც ძალიან მკაფიოა. თქვენ განცხადებები ნახეთ, რომელიც პუტინის სოხუმში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ნატო-ს, ევროკავშირის და სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან, რომლებიც საქართველოს ბრძოლაში ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მშვიდობიანად აღსადგენად გვერდში უდგანან",- აღნიშნა ციხელაშვილმა,