(რეზონანსი) აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთში ამერიკელი დიპლომატების რაოდენობის შემცირებისთვის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მადლობელია.
„მინდა პუტინს მადლობა გადავუხადო, ვინაიდან ჩვენი სახელფასო ფონდის შემცირებას ვცდილობთ. რაც შემეხება მე, ძალიან მადლობელი ვარ, რომ მან ამდენი ადამიანი გაუშვა. ახლა გადასახდელი ჩვენ ნაკლები გვექნება. ჩვენ ბევრ ფულს დავზოგავთ", - განაცხადა ტრამპმა.
პუტინის გადაწყვეტილებით, პირველ სექტემბრამდე 755 ამერიკელი დიპლომატი რუსეთს დატოვებს. ეს ნაბიჯი რუსეთმა კონგრესის მიერ მიღებული და ტრამპის მიერ ხელმოწერილი ანტირუსული სანქციების გამო გადადგა.
„ათასზე მეტი თანამშრომელი, დიპლომატები და ტექნიკური პერსონალი მუშაობს რუსეთში. 755 დიპლომატმა და ტექნიკურმა პერსონალმა რუსეთში თავისი საქმიანობა უნდა შეწყვიტოს", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.