რეზონანსი
11.08.2017

 (რეზონანსი) 9 წელი შინდისის ბრძოლიდან. ომში დაღუპულ ქართველ გმირებს დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. შინდისში გმირთა მემორიალთან სამხედროების ხსოვნას პატივის მიაგებენ და მას გვირგვინით შეამკობენ, როგორც მთავრობის, ასევე საკანონმდებლო ორგანოს წევრები.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, შინსდისთან დაღუპული 17 გმირის სახელზე პარკში 17 ნერგი დაირგვება. თითოეული გმირის სახელზე ნერგების დარგვის ტრადიციას გასულ წელს ჩაეყარა.

ზუსტად 9 წლის წინ რუსულ აგრესიას შინდისთან 17 ქართველი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება.

ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით მტერი თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდა, მათ შორის ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან და მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგემ ორჯერ გამოიძახა დახმარება, 17 ქართველმა მებრძოლმა მტერს მედგარი წინააღმდეგობა ბოლომდე გაუწია და გმირულად დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×