რეზონანსი
11.08.2017

 (რეზონანსი) მიმდინარე წლის სექტემბერში, ათასზე მეტ საჯარო სკოლაში პირველ და მეორე კლასებში ბავშვებს ფეხბურთის შესწავლა უფასოდ შეეძლებათ, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სპორტის მასწავლებლები ამ მიმართულებით სამუშაოდ უკვე გადამზადდნენ.

ამასთან, კობიაშვილის თქმით, 2018 წლიდან ასევე ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროგრამა დაიწყება.

"სექტემბერში ათასზე მეტ საჯარო სკოლაში პირველ და მეორე კლასებში ბავშვები ფეხბურთის შესწავლას უფასოდ შეძლებენ. ამისთვის სპორტის მასწავლებლები გადამზადდნენ. წლის ბოლოსთვის. მეორე უფრო დიდი პროექტის, პრეზენტაცია იგეგმება, რათა უფრო დიდ ასაკში ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობა მოხდეს და აღნიშნული პროექტის ამოქმედება 2018 წლიდან დაიწყება", - განაცხადა კობიაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×