რეზონანსი
11.08.2017

 (რეზონანსი) სეზონის ყველაზე ცხელი დღე გადალახულია - დღეიდან თბილისში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიწევს. სიცხე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება, თუმცა აქ სინოპტიკოსები დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმებს ვარაუდობენ.

გუშინ თბილისში, მარნეულსა და მუხრანში თითქმის 40 გრადუსამდე სიცხე დაფიქსირდა - მთელი ზაფხულის განმავლობაში ეს ყველაზე ცხელი დღე იყო.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ასეთი მაღალი ტემპერატურა ქვეყანაში წელს აღარ იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×