რეზონანსი
11.08.2017

 (რეზონანსი) ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილის ავტოსაგზაო შემთხვევევის საქმეზე ბრალდებული საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომელი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისფლეს.

სასამართლომ სამივე პატრულ-ინსპექტორს უფლება-მოსილების შესრულებაც შეუჩერა.

აღსანიშნავია, რომ სამი ბრალდებულიდან ერთ-ერთს, რომელიც ათმეთაური იყო, მას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით უფლება-მოსილება შემთხვევიდან მალევე შეუჩერდა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილებას საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოცხადებამდე მიიღო.

საქმის არსებითი განხილვა გორის რაიონის სასამართლოში 2 ოქტომბრიდან დაიწყება. გამოძიება კი სსკ-ს 333-ე და 116-ე მუხლის დარღვევით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის შედეგად, „ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას 21 წლის შვილის სიცოცხლე შეეწირა. ხახუბია საპატრულო პოლიციის დევნის ოპერაციისას დაიღუპა. გარდაცვლილს გორის გვირაბთან პოლიციელებმა გზა ტრაილერით ჩაუხერგეს, რის შემდეგაც ტრაილერს შეასკდა და გარდაიცვალა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×