რეზონანსი
11.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ღონისძიება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა.

მათ მოსწავლეებს მიღწეული შედეგი მიულოცეს და ფულად ჯილდოებთან ერთად წამახალისებელი საჩუქრები გადასცეს.

იცოდეთ, რომ საქართველოს თქვენი იმედი აქვს და თქვენ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე ხართ, - გამარჯვებულებს პრემიერმა ამ სიტყვებით მიმართა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, ინფორმატიკა - ეს ის სფეროებია, რომლებშიც მეცნიერები საქართველოს ძალიან სჭირდება.

„დარწმუნებული ვარ, როდესაც ამ დარბაზში თქვენ გიყურებთ, ვუყურებთ ჩვენი ქვეყნის მეცნიერების მომავალს ვუყურებ. განათლება ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტია. წარმომიდგენია, როგორ გაბრწყინდება საქართველო, როდესაც თქვენ მეცნიერების სათავეში იქნებით. იცოდეთ, რომ საქართველოს თქვენი იმედი აქვს და თქვენ ჩვენი მომავალი ხართ",- განაცხადა კვირიკაშვილმა.

მოსწავლეთა ნაკრები გუნდები მსოფლიო ოლიმპიადებზე წელს სამინისტრომ ხუთ დისციპლინაში: მათემატიკაში, ინფორმატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში წარადგინა. მოსწავლეებმა სულ 14 მედალი, აქედან 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 9 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

შეხვედრაზე პედაგოგებიც დააჯილოვეს და მადლობის სიგელები გადასცეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×