რეზონანსი
11.08.2017

 (რეზონანსი) შინდისის გმირების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენმა გიორგი მარგველაშვილმა განცხადება გაავრცელა.

„შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული, რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ქართველმა მებრძოლეებმა წინააღმდეგობა ბოლოდმე გასწიეს. 17 მათგანი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. ეს დღე მაგალითია იმისა, რომ პატარა და დიდი ბრძოლები არ არსებობს, რადგან ნებისმიერი მასშტაბის ბრძოლა შესაძლებელია გმირობისა და თავდადების სიმბოლოდ, მომავალი თაობისთვის, სამშობლოსადმი მსახურებს გაკვეთილად გადაიქცეს. მთელ ქართულ საზოგადოებასთან ერთად, სამშობლოსთვის თავგაწირულ გმირთა ნათელ ხსოვნს პატივს მივაგებ",- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×