რეზონანსი
11.08.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ გოგა წერეთლის განცხადებით, მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 200-მდე ხე დაიწვა.

წერეთლის განცხადებით, ხეების განადგურების მიუხედავად, ადგილზე მეწყერის წარმოქმნის საშიშროება არ არის.

"პირველადი დათვალიერებით 200-მდე ხეა დამწვარი. ასევე ბალახი და ბუჩქები. მეწყერის საშიშროება არ არის, მაგრამ მომავალ კვირაში ალბათ სპეციალისტების რეკომენდაციებს მივიღებთ, შევისწავლით და შესაბამისად გადავწყვეტთ, თუ რა შეიძლება განხორციელდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე და რა შემდგომი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას. გამწვანების კუთხით ღონისძიებებს მას შემდეგ დავგეგმავთ, რაც რეკომენდაციებს მივიღებთ. მომავალ კვირაში სპეციალისტებთან ამ საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება", - განაცხადა წერეთელმა.

მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი 8 აგვისტოს გვიან ღამით გაჩნდა. ცეცხლის შედეგად 2 ჰექტარი მიწა დაიწვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×