(რეზონანსი) თბილისში, ავჭალის შემოვლით გზაზე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არის.
„შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ავჭალის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამი სახანძრო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდა. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს ეკიდა.
შსს-ს მეხანძრე-მაშველების ეფექტური რეაგირების შედეგად, ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით, ერთ ჰექტრამდე ფართობია დამწვარია", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციაში.