რეზონანსი
12.08.2017

 (რეზონანსი) აშშ-ს 44-ე პრეზიდენტის სამომავლო გეგმების, მის პოლიტიკაში დაბრუნებაზე, შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

ობამას გარემოცვაზე დაყრდნობით გამოცემები წერენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნება ხმაურიანი არ იქნება, ობამა ამას დელიკატურად გააკეთებს.

44-ე პრეზიდენტი დემოკრატული პარტიის პოზიციების აღდგენასა და გამყარებაზე იმუშავებს, რომელიც ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ მნიშვნელოვნად შესუსტდა.

გავრცელებული ცნობით, პირველ ეტაპზე ობამა პარტიისთვის თანხების მოძიებაზე იმუშავებს.

გამოცემებში ბოლო სოციოლოგიური კვლევებიცაა მოყვანილი, რომლის თანახმადაც ბარაკ ობამას მოსახლეობის 63%-ის მხარდაჭერა აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×