რეზონანსი
12.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წმინდა გიორგის ხატი დალოცა, რომელსაც ლომისას წმინდა გიორგის ეკლესიაში გადააბრძანებენ.

ოთხმეტრიანი ხატი სენაკის მრევლის ინიციატივით დაიწერა, რომელიც დღეს მცხეთიდან საპატრიარქოში მიაბრძანეს.

დღეს ხატს სამების საკათედრო ტაძარში, მოგვიანებით კი მლეთაში გადააბრძანებენ. საბოლოოდ წმინდა გიორგის ხატი ლომისას წმინდა გიორგის ტაძარში დაბრძანდება.

"მთავარი ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ პროცესში ყველა ჩართულიყო. ამას მარტო ერთი კაცი ვერ გასწევდა. ყველა დაგვეხმარა, შეგვეწია, დაგვლოცა. თბილისში ჩამოვედით, პატრიარქმაც დაგვლოცა, მოეწონა ჩვენი იდეა და 9 თვის განმავლობაში დიდი შრომისა და ღვაწლის ფასად ეს ხატი შეიქმნა, რომელიც ლომისას წმინდა გიორგის ტაძარში უნდა წაბრძანდეს ",- აღნიშნა ხატის ავტორმა, ემირიანე ჯიქიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×