რეზონანსი
13.08.2017

 (რეზონანსი) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რუსთავის მერობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან" ნინო იმედაშვილი იქნება, რომელიც ოფისში შეკრებილ „ევროპული საქართველოს" წევრებსა და მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ წარუდგინეს.

„ის პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს დგამს, სუფთა ფურცლიდან იწყებს", - აღნიშნა უგულავამ იმედაშვილის წარდგენისას.

როგორც თავად იმედაშვილმა განაცხადა, მისთვის, ისევე, როგორც პარტიისთვის, რუსთავის მერობის კანდიდატობა ძალიან დიდი გამოწვევაა. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კი რუსთაველებს 10 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნასა და ქალაქის რეკრეაციულ განვითარებას ჰპირდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×