რეზონანსი
13.08.2017

 (რეზონანსი) უკრაინული ვებ გვერდი "სტრანა უა" აუდიო ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც მათი მტკიცებით, ცნობილმა რუსმა სატელეფონო ხულიგანმა, "ვოვანმა" საქართველოს შსს-ს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს დაურეკა და თავი უკრაინის შსს-ს მინისტრ არსენი ავაკოვად წარუდგინდა.

სატელეფონო საუბრისას მათ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ ისაუბრეს. აუდიო ჩანაწერში ისმის, რომ სავარაუდოდ მღებრიშვილმა თავის კოლეგას უთხრა, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიაზე დააკავებენ, საქართველოს არ სურს ის გადმოსცენ.

როგორც „სტრანა უა" ამტკიცებს, საუბრის შემდეგ მღებრიშვილმა დამატებითი დრო, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციებისთვის, ითხოვა. უკვე მეორე სატელეფონო ზარის დროს კი, სავარაუდოდ, მღებრიშვილი სატელეფონო ხულიგანს ეუბნება, რომ სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოს არ სურს.

ამავე ჩანაწერში, სავარაუდოდ, მღებრიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის უკრაინაში დაკავებისა და მისი საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ, კვირიკაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ მისი თბილისში ვიზიტის დროს ისაუბრეს.

შსს უკრაინული გამოცემის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერის ნამდვილობას უარყოფს. „ნაციონალურ მოძრაობაში" კი მის სინამდვილეში ეჭვი არ ეპარებათ და პარტიაში ამბობენ, რომ ისინი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩაატარებას აპირებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×