რეზონანსი
13.08.2017

 (რეზონანსი) თეთრ სახლში 1940 წლის შემდეგ პირველი მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციაში რემონტის გაკეთება დონალდ ტრამპის შვებულების პერიოდში გადაწყვიტეს. ტრამპი ნიუჯერსის შტატში, თავის გოლფ კლუბში ისვენებს.

სარემონტო სამუშაოები ოვალურ კაბინეტშიც მიმდინარეობს, საიდანაც მე-19 საუკუნის ცნობილი სამუშაო მაგიდა გაიტანეს.

რეკონსტრუქციის დროს თეთრ სახლში ხალიჩებსა და კიბის საფეხურებს გამოცვლიან, ასევე ახალ კომპიუტერულ, კონდიცირების, ვენტილაციისა და გათბობის სისტემებს დააყენებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×