რეზონანსი
13.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომში, ე.წ. პლატოს აღმართზე კვადროციკლი ამობრუნდა, რომლითაც არაბი ტურისტების ოჯახი გადაადგილდებოდა. შემთხვევის შედეგად ქალბატონი გარდაიცვალა, მისი მეუღლე, ბავშვები და კვადროციკლის მძღოლი კი მძიმედ დაშავდნენ. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×