რეზონანსი
14.08.2017

 (რეზონანსი) პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთში ომის დაწყების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მეოთხედი საუკუნე შესრულდა ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის - აფხაზეთში ომის დაწყებიდან. სისხლიანმა დაპირისპირებამ ორივე მხრიდან ათეულობით ათასი სიცოცხლე შეიწირა. საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს თითოეულის ნათელ ხსოვნას.

მათ წინაშე პასუხისმგებლობა, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა, ზოგადად ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები კვლავაც ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება" , - წერია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 25 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, „აფხაზურმა გვარდიამ" პირველად სწორედ 14 აგვისტოს გაუხსნა ცეცხლი ოჩამჩირის რაიონში.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 300 ათასი კი დევნილად იქცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×