რეზონანსი
14.08.2017

 (რეზონანსი) უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების ცნობით, დღეს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და მთაში +32, +37 გრადუსი იქნება.

„15 - 17 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და დასავლეთ საქართველოში +26 +31 გრადუსის ფაგლებშია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 17 აგვისტოს +25, +30 გრადუსამდე დაიკლებს" , - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, ჰაერის ტემპერატურა 18 - 20 აგვისტოდან ისევ მოიმატებს და საშუალოდ +30, +35 გრადუსი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×