რეზონანსი
14.08.2017

 (რეზონანსი) ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერთან, მდინარე ჰვითაში, ადამიანის ცხედარი იპოვეს. შესაძლოა ეს 19 ივლისს გაუჩინარებული ქართველის, 22 წლის ნიკა ბეგაძის ცხედარი იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2"-ი ავრცელებს.

ნიკა ბეგაძე გულფოსის ჩანჩქერზე სათევზაოდ წავიდა და გაუჩინარდა. მის ავტომობილთან ანკესები, მობილური ტელეფონი და პასპორტი იპოვეს. ის სწავლის და მუშაობის მიზნით საზღვარგარეთ 2016 წლის მაისში წავიდა - ჯერ პოლონეთში, მერე ისლანდიაში. ნიკა ბეგაძე პროფესიით პროგრამისტი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ისლანდიის შესაბამისმა უწყებებმა სამძებრო ღონისძიებები ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების დღესვე დაიწყეს, რთული რელიეფის გამო მისი პოვნა ვერ მოხერხდა. სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა ჩანჩქერში და მდინარეში, ასევე მდინარის სანაპიროზე, რისთვისაც სამხედრო-საზღვაო ვერტმფრენები გამოიყენეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×