რეზონანსი
14.08.2017

 (რეზონანსი) საბერძნეთში უკვე სამი დღეა ტყის ხანძრებს ებრძვიან.ცეცხლი ერთდროულად ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მძვინვარებს. ათენის მახლობლად მდებარე ქალაქ კალამოსში დამწვარია 20-მდე საცხოვრებელი სახლი, რის გამოც ადგილობრივები იძულებული გახდნენ, რეგიონი დაეტოვებინათ.

საშიში ზონიდან ევაკუირებულია ასობით ადამიანი. ევაკუაცია განხორცილდა ბავშვთა საზაფხულო ბანაკებიდანაც. საბერძნეთის ხელისუფლება ცეცხლის განზრახ გაჩენას არ გამორიცხავს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია,რომ საბერძნეთში ტყის ხანძრები ათენს უახლოვდება. ცეცხლი დედაქალაქიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარე ფიჭვის ტყეში გაჩნდა, თუმცა მიზეზი უცნობია.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. სამაშველო ოპერაციაში სახანძრო ბრიგადებთან ერთად, ავიაციაცაა ჩართული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×