რეზონანსი
14.08.2017

 (რეზონანსი) შვეიცარულმა გაზეთმა „ თაგს ანცაიგერმა" რუსეთის პრეზიდენტი იტალიის დიქტატორ მმართველს, ბენიტო მუსოლინის შეადარა. გამოცემამ ის ფოტოები მოძებნა და გამოაქვეყნა, სადაც პუტინი და მუსოლინი შიშველი ტორსით არიან , სეირნობენ ცხენით, სრიალებენ თხილამურებით და ცურავენ ტბაში.

„არსებობს პარალელების გასაოცარი რაოდენობა პუტინსა და მუსოლინის შორის, სადაც ისინი საკუთარი ტანის დემონსტრაციას ახდენენ. ურიცხვ ფოტოებში ისინი საკუთარ თავს წარმოაჩენენ როგორც ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ადამიანებს, რომლებიც არ ნებდებიან, დაკავებული არიან სპორტით და დასვენების მამაკაცური სტილით" , - წერს გამოცემა.

გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ გერმანელი ნაციონალ-სოციალისტები და იტალიელი ფაშისტები ტანის გაკულტებაში „ჩემპიონები" იყვნენ.

„მუსოლინი თავის ფოტოებში ხაზს უსვამს საკუთარ მამაკაცურობას, ისევე როგორც ამას დღეს პუტინი აკეთებს" , - აღნიშნავს წერილის ავტორი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×