რეზონანსი
14.08.2017

 (რეზონანსი) „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" თბილისის მერობის კანდიდატს სავარაუდოდ დღეს დაასახელებს. პარტიის წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა,რომ დღეს გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც იმსჯელებენ იმაზე, ვინ იქნება მერობის კანდიდატი.

მარშანიას თქმით, პარლამენტარ ირმა ინაშვილის კანდიდატურაც განიხილება სხვა კანდიდატებს შორის. მისი თქმით, პარტიის გადაწყვეტილება დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტობრის ბოლოს გაიმართება.

თბილისის მერობის კანდიდატები დასახელებული ჰყავთ „ქართულ ოცნებას" - კახა კალაძე, „ევროპულ საქართველოს" - ელენე ხოშტარია, ენმ-ს - ზაალ უდუმაშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი - ალეკო ელისაშვილი, „შენების მოძრაობას"- თენგიზ შერგელაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×