რეზონანსი
14.08.2017

 (რეზონანსი) დედაქალაქში სილამაზის სალონების შემოწმება გრძელდება. თბილისის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, აგვისტოში დაწყებული კონტროლის დროს, სამეწარმეო რეესტრში შესაბამის საქმიანობაზე დაურეგისტრირებელი ორი სალონი გამოვლინდა, რომელთაც სათანადო საჯარიმო სანქციები დაეკისრათ.

ივლისში შემოწმდა 24 სალონი, ყველა მათგანში სხვადასხვა სახის დარღვევა დაფიქსირდა, თუმცა 24-ვე მათგანს მიეცა გონივრული ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად.განმეორებითი გადამოწმებისას კი ყველა შენიშვნა გათვალისწინებული იქნა.

თბილისის მერია შემოწმებას ორი მიმართულებით ახორციელებს: სამეწარმეო რეესტრში სავალდებულო დარეგისტრირების თაობაზე და ინფექციის კონტროლის მოთხოვნების გათვალისწინებით, სისხლის გზით გადამდები ინფექციური დაავადებების თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხო მომსახურებაზე.

სილამაზის სალონებმა რეგისტრაცია საჯარო რეესტრში უნდა გაიარონ. თბილისში სულ 2 ათასამდე რეგისტრირებული სალონია, მერიის შესაბამის სამსახურში კი 43 ადამიანი მუშაობს სალონების შემოწმების მიმართულებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×