რეზონანსი
14.08.2017

 (რეზონანსი) 11 და 14 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ ბათუმის აეროპორტი" და „ქუთაისის აეროპორტი" ფსიქოტროპული მედიკამენტები ამოიღეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, თელავივი-ბათუმის რეისის მგზავრის, ისრაელის მოქალაქის ვ.ვ.დ-სა და ლონდონი-ქუთაისის რეისის მგზავრის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ფ.ა-ს ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები, მათ შორის: კო-კოდამოლი, ასივატი, სტილნოქსი და ტრამადექსი (124 აბი) აღმოაჩინეს.

საქმის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×