რეზონანსი
14.08.2017

 (რეზონანსი) გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კახეთში, თელავის სოფელ ლალისყურთან ნაპოვნ დაზიანებულ შველთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„შველს აღენიშნებოდა სამი კიდურის ღია მოტეხილობა, რომელიც, სავარაუდოდ, ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო.ვეტერინართა კონსულტაციით, გადაწყდა, რომ შველი დროებით, დარჩეს ადგილზე, ტრანსპორტირებით გამოწვეული შესაძლო გართულებების გამო. ამ დროისთვის, ცხოველი იმყოფება ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა" , - ნათქვამია განცხადებაში.

ავტოსაგზაო შემთხვევის, ასევე გარეული ცხოველის დაზიანების ფაქტზე, საქმის შესწავლა მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×