რეზონანსი
14.08.2017

 (რეზონანსი) საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი" მუშაობას დროებით წყვეტს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა და საბაჟო-გამშვები პუნქტი დაიხურა.

„შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, პრობლემის აღმოფხვრამდე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი" დროებით წყვეტს მუშაობას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი", თანამშრომლებისა და ხალხის ევაკუაცია განხორციელდა," - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×