რეზონანსი
15.08.2017

 (რეზონანსი) ლონდონში, ვესტმინსტერის სასახლის კოშკის ცნობილი საათი, ბიგ-ბენი 21 აგვისტოდან სარემონტო სამუშაოების გამო გაჩერდება. სააგენტო „როიტერის" ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები ოთხი წელი გაგრძელდება.

საათის ჩაქუჩები 157 წელია შეუჩერებლად მუშაობს. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას მათ ხმას მოსახლეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიგებს, თუ ქვეყანაში განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა მოხდება.

ვესტმინსტერის კოშკს მსოფლიოში ყველაზე დიდი, ოთხივე მხარეს მიმართული საათი აქვს. საათის ოთხი ციფერბლატიდან თითოეულის საფუძველში ლათინური წარწერაა განთავსებული - „ღმერთო, დაიფარე ჩვენი დედოფალი ვიქტორია". კოშკის მშენებლობა 1858 წელს დასრულდა. ბიგ-ბენის კადრები ოცზე მეტ ფილმშია გამოყენებული.

ბიგ-ბენი 13,7 ტონას იწონის. ის ყოველ საათში ერთხელ რეკავს. საათი პროფილაქტიკისთვის ბოლოს 2007 წელს დაკეტეს, რემონტი კი ბოლოს 30 წლის წინ ჩაუტარდა.

ლონდონის მთავარი საათის რეკონსტრუქციაში რამდენიმე ქვეყნის სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას. ეს სამუშაოები 29 მილიონი ფუნტი დაჯდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×