რეზონანსი
15.08.2017

 (რეზონანსი) სექტემბრიდან დეკემბრამდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დედაქალაქის მასშტაბით ათ სკოლას, კვირაში ერთხელ ვაშლით მოამარაგებს. როგორც სამინისტროში განაცხადეს, ოთხ თვეში დაახლოებით 45 ტონა ვაშლის შესყიდვა მოხდება, რაც სამინისტროს ბიუჯეტს საშუალოდ 90 ათასი ლარი დაუჯდება. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების წესი" საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და პირველ ეტაპზე მხოლოდ დედაქალაქის რამდენიმე სკოლას მოიცავს.პროექტის მენეჯერის, მაია მუშკუდიანის ინფორმაციით, ტენდერი სკოლების ვაშლით მომარაგების თაობაზე ამ კვირაში გამოცხადდება.

მინისტრის განცხადებით, 2017-2018 ახალი სასწავლო წლის სექტემბრიდან, ყველა იმ სკოლაში, რომელსაც 1000-ზე მეტ ბავშვიანი კონტინგენტი ჰყავს, კვირაში ერთხელ მოსწავლეებისთვის ვაშლები დარიგდება.

„თბილისის სკოლებში,სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა, შემოდგომაზე დავიწყებთ კვირაში ერთხელ ვაშლის დარიგების კამპანიას. ეს პროექტი სექტემბრიდან დეკემბრამდე გაგრძელდება. ამ პროექტის მიზანია,რომ შესვენებაზე ბავშვმა შეჭამოს ვაშლი" , - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×