რეზონანსი
15.08.2017

 (რეზონანსი) პორტუგალიაში კვლავ ტყეებში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან. ამჯერად სამაშველო ოპერაცია ვილა დე რეის რეგიონში მიმდინარეობს. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას შვიდ სხვადასხვა ადგილას ცდილობენ.

მათ დასახმარებლად ესპანეთიდან 116 მაშველი და 26 სახანძრო მანქანა გაგზავნეს. სამაშველო ოპერაციაში სახანძრო ბრიგადებთან ერთად ავიაციაცაა ჩართული.

წელს სიცხისა და გვალვის გამო, პორტუგალიში 140 ათასი ჰექტარი ტყის ფართობი დაიწვა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ცეცხლი გაჩნდა საბერძნეთშიც.ხანძარი ერთდროულად ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მძვინვარებდა. ათენის მახლობლად მდებარე ქალაქ კალამოსში დამწვარია 20-მდე საცხოვრებელი სახლი, რის გამოც ადგილობრივები იძულებული გახდნენ, რეგიონი დაეტოვებინათ.საშიში ზონიდან ევაკუირებულია ასობით ადამიანი.

გუშინ ტყის ხანძრები ათენს მიუახლოვდა. ცეცხლი დედაქალაქიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარე ფიჭვის ტყეში გაჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×