(რეზონანსი)ბოლო 8 წლის განმავლობაში აშშ-ში ტურისტების რაოდენობა პირველად შემცირდა, 2017 წელი ამ მხრივ ანტირეკორდს ამყარებს. ბოლოს, ტურისტული ნაკადის შემცირება ქვეყანაში 2009 წელს დაფიქსირდა, თუმცა მაშინ კლება გაცილებით უმნიშვნელო იყო.
ქვეყანაში მოგზაურთა ხარჯები 1% - ით 244,7 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ასევე, შემცირდა ის საშუალო დრო, რომელსაც ერთი ტურისტი ქვეყანაში ატარებს.
ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2016 წელს შტატებს 75,6 მილიონი ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2015 წელთან შედარებით 2%-ით ნაკლებია.
სააგენტო „ფრანს პრესის" ინფორმაციით, აშშ-ში ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ბიზნესი კრიზისულ მდგომარეობაშია.