რეზონანსი
15.08.2017

 (რეზონანსი) ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ტიტულოვან ახალგაზრდა ქართველ ფალავან რამაზ ზოიძეს ევროპის 23-წლამდელთა შორის ჩემპიონატის ოქროს მედალი გადაეცემა.

მიმდინარე წლის 1 აპრილს, უნგრეთის ქალაქ სომბათეიში გამართულ ევროპის 23-წლამდელთა პირველობაზე 71 კგ-ში მოასპარეზე ზოიძემ ფინალამდე სამი ძლიერი მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა, უკრაინელი არტურ პოლიტაევი, რუსი ადლეტ ტიულუბაევი და თურქი მურატ დაგი, ფინალში კი ვერაფერს გახდა აზერბაიჯანელ ისლამბეკ დადოვთან.

მოგვიანებით, აზერბაიჯანელის სისხლში აკრძალული პრეპარატის კვალი აღმოაჩინეს და ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, შესაბამისად ჩამორთმეული ოქროს მედალი ქართველ ფალავანს გადაეცა.

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ ოფიციალურ ბაზაში უკვე შეცვალა 23-წლამდელთ ევროპირველობის შედეგები, სადაც აზერბაიჯანელის გვარი ამოღებულია, ქართველი ფალავანი კი ჩემპიონად არის გამოცხადებული.

ზოიძისთვის ეს რიგით მესამე ევროპული ტიტულია ევროპირველობაზე. მან 2012 წელს ჭაბუკებში, ხოლო 2016 წელს ახალგაზრდებში გაიმარჯვა. იგი ასევე არის სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი - ერთხელ ჭაბუკებში (2011) და ორჯერ ახალგაზრდებში (2015, 2016).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×