(რეზონანსი) დარიალის ხეობაში ხეობაში ძლიერი ნისლია. გარემოს დაცვის სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან და ვითარების გაუარესების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირებისთვის ემზადებიან. სპეციალისტების განცხადებით, ღვარცოფის საშიშროება ამ დროისთვის არ არსებობს და მოძრაობა აღდგენილია.
ექსპერტების განცხადებით, მყინვარიდან მასის მოწყვეტის საფრთხე ოქტომბრის ბოლომდე არსებობს. მათივე თქმით, დევდორაკის მყინვარზე ღვარცოფული პროცესების წარმოქმნას ნალექის გამო დაგროვებული წყლის მასის წამოსვლა და მყინვარის დნობა იწვევს. სწორედ ამიტომ, სპეციალისტების განცხადებით, სტიქიის საფრთხე ჯერ მოხსნილი არ არის.
ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. მათი განცხადებით, უწყებას არსებული ვითარება უმაღლეს კონტროლზე ჰყავს აყვანილი.
„თუ ადგილი ექნება რაიმე ტიპის პროცესების გამწვავებას, ღვარცოფული ნაკადების წარმოქმნას, დროული შეტყობინების სისტემის საშუალებით, ისევე როგორც გუშინ მოხდა, გადაეცემა შესაბამის ინსტიტუციებს. აყვანილი არის უმაღლეს მონიტორინგზე, ვაკონტროლებთ აბსოლუტურად სიტუაციას" , - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ.