ნინო ქეთელაური
16.08.2017

 

 ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად ორი სახლი მთლიანად დაინგრა, ორს კი ხანძარი გაუჩნდა და დაზიანდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 3 ადამიანი. აფეთქების შედეგად ასევე დაიწვა 5 მანქანა. ხანძარი თხევადი აირის აფეთქებამ გამოიწვია.

დაშავებულთაგან ერთი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, რადგან მას მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს.

ასევე მძიმეა კიდევ ერთი პირის მდგომარეობა, ხოლო მესამე პირი შედარებით მსუბუქი დაზიანებებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, კლინიკიდან უკვე გაწერეს.

ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რადგან აღნიშნულ საამქროს მუშაობის უფლებაზე მერიისგან შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×