რეზონანსი
17.08.2017

 (რეზონანსი) ვენესუელის უსაფრთხოების სამსახურმა ამასონასის შტატის ციხეში ოპერაცია ჩაატარა. სამართალდამცველებთან შეტაკებისას 37 პატიმარი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი" ავრცელებს.

ბუნტი ქალაქ პუერტო-აიაკუჩოში მდებარე ერთ-ერთ საპატიმროში დაიწყო.ამ დროს ციხეში 105 პატიმარი იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა ხოსე მეხიასმა განაცხადა, სამართალდამცველები ციხეში კონტროლის აღდგენას ცდილობდნენ, ხოლო პატიმრები მათ წინააღმდეგობას უწევდნენ.

გამოცემის ცნობით, დაჭრილია 14 პოლიციელი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×