რეზონანსი
17.08.2017

 (რეზონანსი) „ჯემ ფესტ"-ის დამფუძნებელი ფესტივალზე დასაქმებულების ბრალდებას გამოეხმაურა. „ჯემ ფესტ"-ზე დასაქმებულები ხელფასის სრულად გადახდას ითხოვენ. გიორგი სიგუა მაკედონიიდან საქართველოში გუშინ დაბრუნდა. მისი თქმით, მაკედონიაში „პოტენციურ ინვესტორებთან" მოლაპარაკება გამართა.

„დიდი ფინანსური პრობლემები შეგვექმნა სხვადასხვა მიზეზის გამო, ამ დღეებში პრესკონფერენციაზე ყველაფერზე ვისაუბრებთ. პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. უკლებლივ ყველა მიიღებს ყველა „კაპიკს"" , - განაცხადა გიორგი სიგუამ.

„ჯემ ფესტ"-ის ბილეთების კონტროლიორებმა 2 დღის წინ ანაკლია-განმუხურის ხიდი გადაკეტეს. ფესტივალზე დასაქმებულებმა ხიდზე მჯდომარე საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მტკიცებით, ადმინისტრაციამ 500-ლარიანი ხელშეკრულებები გაუფორმა, თუმცა ჯერ მხოლოდ 100-100 ლარი გადაუხადეს.

„ადმინისტრაცია შეხვდა ზოგიერთს და დაჰპირდა, რომ სექტემბერში რაღაც ივენთებს მოაწყობენ და იქიდან გადაუხდიან. ჩვენ ეს არ გვაწყობს. პროტესტის ნიშნად, გზა გადავკეტეთ" , - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×