(რეზონანსი)გურჯაანის რკინიგზის თანამშრომლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საკუთარი მოთხოვნებიც გააცნეს, თუმცა ადმინისტრაცია მათ პირობებს ოფიციალურად არ თანხმდება.დღეს 18:00 საათზე მოშიმშილეებს სოლიდარობის ნიშნად რკინიგზის სხვა თანამშრომლებიც შეუერთდებიან.
„კატეგორიულად უარს აცხადებს რკინიგზა დიალოგზე, რაც კანონდარღვევაა და ასეთი პროვოკაციული ქმედებების მსხვერპლი ვართ" , - განაცხადა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების პრეზიდენტმა ვიტალი გიორგაძემ.
მოშიმშილეები ამბობენ, რომ საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები მათ დაპირებებს მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით მხოლოდ სიტყვიერად აძლევენ. მათი თქმით, შიმშილობა იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები საცხოვრებელი და ტრანსპორტით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არ შესრულდება.
რკინიგზის ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები საქალაქო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვას აპირებენ. სარჩელის მიზანია, რომ აქციის მონაწილეებისთვის საპატრულო პოლიციის მხრიდან კარვის აშლა ჩაითვალოს უკანონოდ და მოშიმშილეებს კვლავ მიეცეთ კარვის გაშლის უფლება.