რეზონანსი
17.08.2017

 (რეზონანსი) სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სწრაფი კვების რესტორანი „ვენდი" ვადაგასული პროდუქციის გამოყენების გამო 500 ლარით დააჯარიმა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მონიტორებმა „ვენდი"-ს რუსთაველის გამზირის ფილიალში 7 აგვისტოს შეამოწმეს დოკუმენტები, რის შემდეგაც დაადგინეს, რომ ისინი ვადაგასულ პროდუქციას იყენებდნენ.

სააგენტოს ცნობით, ვადაგასული პროდუქცია დალუქეს და გაანადგურეს. სააგენტომ „ვენდი" მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე შეამოწმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×