რეზონანსი
17.08.2017

 (რეზონანსი) მდინარე ენგურისა და რიონის აუზის მყინვარებს უსაფრთხოების მიზნით შეისწავლიან. გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით, მყინვარების მონიტორინგი დაიწყო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტები და უნივერსიტეტის მეცნიერები შეისწავლიან ვითარებას და ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეს შეაფასებენ.

მეცნიერების თქმით, კვლევისას მყინვარის ენების და პერიგლაციალური ზონის მაღალი ხარისხის ორთოფოტოებსაც მოამზადებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×