რეზონანსი
17.08.2017

 (რეზონანსი) ამერიკული კომპანია „სფეის"-ის სატვირთო კოსმოსურმა ხომალდმა „დრაგონმა" საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟს ნაყინი ჩაუტანა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნასა"-ს პრესსამსახური ავრცელებს.

სატვირთო ხომალდმა კოსმოსურ სადგურზე სულ სამი ტონა ტვირთი ჩაიტანა, რომელიც სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის ტექნიკას, 20 თაგვს, ასევე პირველადი საჭიროების ნივთებს მოიცავდა.

კოსმოსურ სადგურზე მყოფმა ექვსმა ასტრონავტებმა 30 ცალი ნაყინი სპეციალური მაცივრით მიიღო. ამ მაცივარს ისინი მოგვიანებით სამეცნიერო ცდებისთვის მასალების შესანახად გამოიყენებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×