(რეზონანსი) პრეზიდენტის ადმმინისტრაცია ახალგორში ქართველი ჟურნალისტის, თამარ მეარაყიშვილის დაკავებას ეხმაურება. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე აცხადებს,რომ მეარაყიშვილის დაკავება საოკუპაციო რეჟიმის რეალური სახის გამოვლინებაა.
„ის არის გამორჩეული მოქალაქე და ეს ქმედება სულ მცირე, არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, აქტივისტზე ზეწოლა და რაც მთავარია, ეს არის საოკუპაციო რეჟიმის რეალური სახის ერთ-ერთი გამოვლინება. იქნება ეს ეთნიკური წმენდა, ქართველების ჩაგვრა, ქართული ენის სწავლების აკრძალვა, ჩვენი აქტივისტების თუ მოქალაქეების გატაცება" , - განაცხადა ანა დოლიძემ.
ახალგორის რაიონში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი და „ნეტგაზეთის" უშტატო ჟურნალისტი თამარ მეარაყიშვილი, ახალგორიდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცველებმა 16 აგვისტოს დააკავეს.
მეარაყიშვილი სპარტაკ დრიაევის საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს.სპარტაკ დრიაევი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ქართული მხარის მიერ მძიმე ბრალდებით იყო დაკავებული. 2011 წელს კი თბილისსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 7-7 პატიმრის გათავისუფლების დროს ცხინვალს გადასცეს.