რეზონანსი
17.08.2017

 (რეზონანსი) ოკაცეს კანიონთან აფეთქება მოხდა. რუსი ტურისტების ავტომობილს ცეცხლი მოეკიდა, რის შემდეგაც მანქანა აფეთქდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ტურისტებმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრეს, ფოტოები შემთხვევის ადგილიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს თვითმხილველებმა მიაწოდეს.

მათი ინფორმაციით, სოფელ გორდაში მისულ სახანძროს წყალი დაუმთავრდა და ხანძრის დროული ლიკვიდაცია ვერ შეძლო.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, გაუმრთავი ელექტროობა იყო. მანქანა მთლიანად დაიწვა. ადგილზე 1 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. მეხანძრეებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×