რეზონანსი
17.08.2017

 (რეზონანსი) სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს რეკომენდაციით მიმართა. ომბუდსმენი კერძო სკოლებში ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებზე არსებული მექანიზმის არაეფექტურობას უსვამს ხაზს.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2017 წლის 5 ივნისს, სახალხო დამცველს განცხადებით მომართა მოქალაქე ს.ჩ.-მ, თბილისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში, მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ პედაგოგისა და დირექტორის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.

„ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმში არ არის მითითებული დასტურდება თუ არა პედაგოგის ან დირექტორის მხრიდან ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტი და რა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები უნდა გატარებულიყო მოცემულ შემთხვევაში. შინაგანაწესის გარდა არ არსებობს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს კერძო სკოლაში დისციპლინური დევნის პროცედურებს" , - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×