რეზონანსი
17.08.2017

 (რეზონანსი) ფესტივალ „ჯემ ფესტ"-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძიებისთვის საჭირო დოკუმენტების ამოღება მიმდინარეობს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სოფლების ანაკლიასა და განმუხურის ტერიტორიაზე 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში შპს „არტ პლატფორმას" მიერ ჩატარებული ელექტრონული ფესტივალის ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით" , - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჯემ ფესტ"-ის ბილეთების კონტროლიორებმა 2 დღის წინ ანაკლია-განმუხურის ხიდი გადაკეტეს. ფესტივალზე დასაქმებულებმა ხიდზე მჯდომარე საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მტკიცებით, ადმინისტრაციამ 500-ლარიანი ხელშეკრულებები გაუფორმა, თუმცა ჯერ მხოლოდ 100-100 ლარი გადაუხადეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×