რეზონანსი
18.08.2017

 (რეზონანსი) დღეიდან ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია თბილისში დენის ტარიფზე მსჯელობას იწყებს. „სემეკმა" „თელასის" განაცხადი უნდა შეისწავლოს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, დეკემბერში გამოაცხადებს.

შეცვლილი ტარიფის შესახებ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იანვრიდან არა 1 წლით, არამედ ცვლილების მიხედვით, უკვე 3 წლით ამოქმედდება.

„ტარიფის გადახედვა ცალსახად დღის წესრიგში დგას, იმიტომ, რომ სატარიფო განაცხადები შემოსულია. „თელასის" ტარიფი მოქმედებს მიმდინარე წლის ბოლომდე და 2018 წლის იანვრიდან ძალაში უნდა შევიდეს ახალი სამომხმარებლო ტარიფი" , - განაცხადა ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა გივი სანიკიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×