რეზონანსი
18.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „BBC"-ის გადაცემა „Hard Talk"-ის კითხვებს უპასუხა. საუბარი ეხებოდა პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებას, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.

სააკაშვილმა სტივენ საკურთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინა მისი სახლი და მუდმივი ბინადრობის ადგილია.

„მე ასევე ჯერ კიდევ მაქვს სახლი საქართველოში. მე ვარ აქ, რადგან პოლონელმა მეგობრებმა დამპატიჟეს პოროშენკოს გადაწყვეტილების შემდეგ. აქ ვარ, რადგან ახლოს ვარ უკრაინასთან და 9 ან 10 სექტემბერს ვაპირებ იქ დაბრუნებას" , - განაცხადა სააკაშვილმა.

წამყვანმა ყოფილ პრეზიდენტს შეახსენა, რომ საქართველოში მიმდინარე საქმეები შეეხება 7 ნოემბრის მოვლენებს, მათ შორის დემონსტრაციების დარბევისა და ოპოზიციურ ტელეკომპანიაში შეჭრის ეპიზოდებს.

მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ საპარლამენტო არჩევნების მოგებაზე, არჩევნებისთვის რუსეთიდან ორი მილიარდი დოლარის მოზიდვაზე და ამ პროცესში პუტინისა და მედვედევის ინტერესებზეც ისაუბრა. ამის შემდეგ კი წამყვანმა გაიხსენა, რომ სწორედ სააკაშვილმა ჩამოართვა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა. „რასაც გასცემ, ის დაგიბრუნდება", - ამ ფრაზით მიმართა ჟურნალისტმა ექსპრეზიდენტს.

სააკაშვილის თქმით, ივანიშვილმა მოქალაქეობა ავტომატურად დაკარგა, რადგან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. „ის არავის გაუძევებია ქვეყნიდან, როგორც ეს პოროშენკომ გააკეთა", - განაცხადა სააკაშვილმა.

„BBC"-ის გადაცემა „Hard Talk"-ის ჩანაწერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქ" გვერდზე აქვეყნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×