(რეზონანსი) ასტრახანის ოლქის სათათბიროს თავმჯდომარე, იგორ მარტინოვი,რომელიც დსთ-ს ქვეყნებში მანქანით მგზავრობდა, სომხეთიდან საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პარლამენტის სპიკერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„საზღვარზე ორ საათზე მეტ ხანს გაგავაჩერეს, მესაზღვრეებმა კარგად იცოდნენ,რომ სხვა გზა არ გვქონდა. მოგვიწია მანქანაში დარჩენა და შემდეგ მინერალური წყლების კერძო თვითმფრინავით დავბრუნდით ერევანში" , - ნათქვამია განცხადებაში.
მარტინოვის თქმით, ის ოჯახთან ერთად მოგზაურობდა.
„ინტერფაქსი" წერს, რომ ქვეყანაში მარტინოვს შესვლა წარსული საქმიანობის გამო აუკრძალეს. რამდენიმე წლის წინ, რუსეთის ფედერაციაში მუშაობისას, ის იმ ჯგუფის წევრი იყო,რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სამოკავშირეო ხელშეკრულებას.
„ინტერფაქსის" ცნობით, როდესაც რუსეთის დელეგაცია ცხინვალში იმყოფებოდა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან,თიბილოვთან შეხვედრა გამართეს, იქ ოგორ მარტინოვიც იყო.