(რეზონანსი) ქართული ენერგეტიკული სასმელი „ბუღა" შემოდგომიდან აზერბაიჯანში გაიყიდება. ენერგეტიკულ სასმელს კომპანია „წყალი მარგებელი" აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენლებმა „ტვ პირველს" განუცხადეს,რომ პროდუქცია თავიდანვე საექსპორტოდ განიხილებოდა, მათ შორის ძირითადი მიმართულება კი აზერბაიჯანი და თურქეთი იყო.
„წყალი მარგებელი"-ში აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანული ბაზარი უკვე შესწავლილია და პროდუქცია ადგილობრივ მომხმარებელზეა მორგებული. კომპანიაში აცხადებენ, რომ თურქეთსა და სხვა საექსპორტო მიმართულებებზე მუშაობა მიმდინარეობს.
„წყალ მარგებელს" ახალი პროდუქციის გატანა ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ასევე ყაზახეთში, რუსეთსა და უკრაინაში სურს.
ენერგეტიკული სასმელი „ბუღა" ბაზარზე ახლახანს გამოჩნდა და მომხმარებელს თავი მარკეტინგული კამპანიით დაამახსოვრა. მწარმოებლები აცხადებენ, რომ ეს არის სასმელი მამაკაცებისთვის. ამ კამპანიის ფარგლებში სასმელის თუნუქის ქილაზე მინიშნებაც არის გაკეთებული:„Not For Girls" /არ არის გოგონებისთვის)