რეზონანსი
19.08.2017

 (რეზონანსი) ფინეთის ქალაქ ტურკუში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. ამის შესახებ „როიტერსი" იუწყება. გამოძიებამ თავდამსხმელის ვინაობაც დაასახელა. ის 18 წლის მაროკოელი აღმოჩნდა.

დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა გუშინ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ორი ადამიანი მოკლა, 8 კი დაჭრა. ორივე დაღუპული ფინეთის მოქალაქეა, დაშავებულთა შორის კი ორი შვედი და ერთი იტალიელია. მომხდარის შემდეგ თავდამსხმელს სამართალდამცველებმა ფეხში ესროლეს და დააკავეს. ღამით ქალაქში მასშტაბური რეიდებიც ჩატარდა. ოპერაციის დროს პოლიციამ კიდევ 5 ეჭვმიტანილი დააკავა.

ქალაქ ტურკუს ცენტრალურ მოედანზე ხალხი მიდის და გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად ყვავილებსა და სანთლებს ტოვებს.მომხდარის შემდეგ ფინეთის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×