რეზონანსი
20.08.2017

 (რეზონანსი) რუსეთში დაღესტნის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის დაცვის სამსახურის უფროსი პოლკოვნიკი მაგომედ ომაროვი, რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის მინისტრის, იბრაჰიმ ყაზიბეგოვის გატაცებაშია ეჭვმიტანილი. ომაროვი აღნიშნული ბრალდებით გასული კვირის ბოლოს დააკავეს.სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ომაროვი გატაცების ერთ-ერთი ორგანიზატორია. მას ბრალი უკვე წაუყენეს.

ომაროვის პრესსამსახურმა მათი ხელმძღვანელის ეჭვმიტანილობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. „მას არ აქვს კავშირი რესპუბლიკის ხელმძღვანელთან.ომაროვი არ არის ადმინისტრაციის თანამშრომელი. საგამოძიებო ორგანოები ამ თემაზე მუშაობენ და დანაშავეები კანონდარღვევის გამო დაისჯებიან" , - ნათქვამია განცხადებაში.

გატაცების საქმეს რესპუბლიკის ხელმძღვანელი რამაზან აბდულატიპოვი აკონტროლებს. პრესსამსახურში აცხადებენ,რომ შსს და პროკურატურა საფუძვლიან და ობიექტურ გამოძიებას ჩაატარებს და მამედოვის ქმედებას ობიექტურ შეფასებას მისცემენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×